ჩრდილოეთ ინგლისში არქეოლოგიური გათხრების დროს, "Magna“ - ად წოდებული რომაული პერიოდის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა არაჩვეულებრივად დიდი ზომის, 33 სმ სიგრძის ფეხსაცმელი აღმოაჩინეს, რომელიც დღევანდელი სტანდარტებით ევროპულ 49 ზომას შეესაბამება.
პროექტის უფროსი არქეოლოგის, რეიჩელ ფრეიმის თქმით “Magna“-ს ტერიტორიზე აღმოჩენილი ნამარხი ფეხსაცმელებიდან, მეოთხედი დაახლოებით იგივე 30-32 სანტიმეტრია, რაც ძალიან უჩვეულოდ გამოიყურება.
“ახლა ყველანი ვცდილობთ გავარკვიოთ, ვინ შეიძლება ყოფილიყო ფეხსაცმლის პატრონი", - დასძინა მან.