ავტორი:

მილიარდერი, რომლის "ინფლუენსერი" ცოლი ერთ დღიან შოპინგში 300 ათასს ხარჯავს და ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდება - როგორ გახდა ჭურჭლის მრეცხავი დუბაის უმდიდრესი ადამიანი

მილიარდერი, რომლის "ინფლუენსერი" ცოლი ერთ დღიან შოპინგში 300 ათასს ხარჯავს და ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდება - როგორ გახდა ჭურჭლის მრეცხავი დუბაის უმდიდრესი ადამიანი

ლინდა ანდრადე სოციალურ ქსელებში ცნობილი პიროვნებაა. მისი ფუფუნებით აღსავსე ცხოვრებას სოციალურ ქსელებში მილიონობით მომხმარებელი ადევნებს თვალს.

ის მათ რეგულარულად "ახარებს" ძვირადღირებული ნივთების ჩვენებით. ადრე ამბობდა, რომ ასეთი საჩუქრებისთვის მზად იყო ქმრისთვის მემკვიდრე გაეჩინა და როგორც აღმოჩნდა, სიტყვებს ქარს არ ატანს. ლინდა დედა გახდა და ახლა ის და მისი ერთი წლის ქალიშვილი ქმრის ფულს ერთად ხარჯავენ.

კალიფორნიიდან დუბაიმდე

ბევრი გოგონა ოცნებობს მილიონერზე დაქორწინებაზე და ზოგიერთს ეს გამოსდის. არიან ისეთებიც, ვინც თავიანთ მდიდარ ქმარს ჯერ კიდევ მანამ შეხვდნენ, სანამ ის ასეთი გახდებოდა. და ვინ იფიქრებდა, რომ ლინდა სწორედ მეორე შემთხვევაა. თუმცა, მას არ უყვარს წარსულის გახსენება, სანამ მდიდრული დუბაის დიასახლისი გახდებოდა. მხოლოდ ერთხელ შემთხვევით თქვა, რომ თავის მომავალ ქმარს, რიკის, მაშინ შეხვდა, როცა სულ რაღაც 16 წლის იყო. ბიჭი მაშინ სასადილოებში ჭურჭელს რეცხავდა და მილიონერს შორიდანაც კი არ ჰგავდა. მაგრამ მის გეგმებში სიმაღლეების დაპყრობა იყო და საბოლოოდ ყველაფერი გამოუვიდა.

თუმცა, ჟურნალისტებმა ჯერ ვერ შეძლეს გაერკვიათ, რით იყო დაკავებული თავად ლინდა იმ დროს. ასევე გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა კალიფორნიის მცხოვრები, შორეულ დუბაიში.

რაც არ უნდა იყოს, რთულია მას მილიონებზე მონადირედ უწოდო, რადგან მომავალ მეუღლეს მაშინ შეხვდა, როცა ის სრულიად უსახსრო იყო. და მათ შორის ნამდვილად არის რეალური სიყვარული.

როგორია ლინდას სამყარო

დუბაისა და კალიფორნიას შორის ცხოვრებისას, ლინდა თავის ყოველდღიურ გამოცდილებას მილიონერის ცოლის ამპლუაში უზიარებს. ექსტრავაგანტური შესყიდვებიდან დაწყებული მაღალი კლასის მოდური ტანსაცმლის ჩვენებით დამთავრებული, მისი პოსტები გამომწერებს საშუალებას აძლევს, თვალი შეავლონ სამყაროს, რაზეც ბევრს მხოლოდ ოცნება შეუძლია. ის აქვეყნებს არა მხოლოდ ფოტოებს, არამედ ვიდეოებსაც, სადაც დეტალურად აღწერს თავის მდიდრულ საყიდლებს, ეგზოტიკურ მოგზაურობებს და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნების სირთულეებს.

ქალი გლამურის მიღმა

დიზაინერული ბრენდებისა და მდიდრული დეკორაციების მიღმა დგას ამბიციისა და სტრატეგიის ისტორია. მისი ყველაზე სანუკვარი როლი ერთი წლის ქალიშვილის თავდადებული დედის როლია. ლინდას არასდროს უთქვამს პირდაპირ, რომ მისი ქმარი მისი წყალობით გახდა მილიარდერი, მაგრამ არ მალავს, რომ მისი მუზაა და ამისთვის ქმარი მას გულუხვად აჯილდოებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოხიბლულია სიმდიდრის ჩვენებით, სხვები აკრიტიკებდნენ უამრავი ფულის ფლანგვის გამო. ვიდეოზე, სადაც ის დეტალურად აღწერდა როგორ ხარჯავს დღეში 16 540 დოლარს, ამის გამო გამომწერებმა არაერთხელ გალანძღეს.

ერთხელ კი გოგონა კიდევ უფრო შორს წავიდა და გამომწერებს გაუზიარა, რომ ყველაზე უმნიშვნელო ოთხშაბათს 216 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, თუმცა რაზე კონკრეტულად, არ უთქვამს. შესაძლოა, ეს უბრალოდ შოპინგი არ არის, გოგონას ძვირადღირებული რესტორნებიც უყვარს. თუმცა, უბრალოდ ბუტიკშიც კი თამამად შეუძლია 300 ათასი დოლარის დატოვება.

ერთხელ TikTok-ის ვიდეოში, რომელმაც 580 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა, ლინდამ სიამაყით აჩვენა, როგორ მოახერხა ქმრის 2 მილიონი დოლარის დახარჯვა სულ რაღაც ერთ კვირაში.

ლინდას ქმარიც არ რჩება კადრს მიღმა, ხშირად ჩნდება ცოლის პროფილზე და მდიდრული საჩუქრებით ანებივრებს მას. ერთხელ 200 ათასი დოლარის ღირებულების სამკაულები აჩუქა, ერთხელ კი ბარათზე 52 ათასი დოლარი ჩაურიცხა "გასართობად". ლინდა იმედოვნებს, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი გახდება და ვინ იცის, შესაძლოა ეს ოცნებაც აუხდეს.