ავტორი:

"ვიცით, რომ ამ განცხადების მიმართ დიდი ინტერესი იქნება" -  "არსენალის“ ყოფილ ნახევარმცველს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

"ვიცით, რომ ამ განცხადების მიმართ დიდი ინტერესი იქნება" -  "არსენალის“ ყოფილ ნახევარმცველს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

"არსენალის" ყოფილ ნახევარმცველს თომას პარტეის ბრალი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში წაუყენეს - ინფორმაციას მეტროპოლიტენის პოლიცია ავრცელებს.

  • პოლიციის ცნობით, სავარაუდო თავდასხმები 2021-დან 2022 წლამდე პერიოდში მოხდა.

პარტეის ადვოკატმა, ჯენი უილტშირმა, CNN-ს განუცხადა, რომ ფეხბურთელი „უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას“.

"ჩვენი პრიორიტეტი კვლავ იმ ქალების მხარდაჭერაა, რომლებმაც საქმეზე ხმა ამოიღეს“, - განაცხადა გამოძიების ხელმძღვანელი დეტექტივმა სუპერინტენდანტმა ენდი ფურფიმ.

პოლიციის ცნობით, გამოძიება 2022 წლის თებერვალში, გაუპატიურების შესახებ პირველი შეტყობინების შემდეგ დაიწყო. მათივე თქმით, პარტეი ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოში 5 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.

„სამეფო პროკურატურამ (CPS) დღეს თომას პარტეის წინააღმდეგ გაუპატიურების რამდენიმე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - მტკიცებულებების ფაილის გულდასმით განხილვის შემდეგ“, - განაცხადა ლონდონ ნორზის საპროკურორო ბიუროს მთავარმა პროკურორმა, ჯასვანტ ნარვალმა.

"ვიცით, რომ ამ განცხადების მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ინტერესი იქნება, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ონლაინ რეჟიმში ისეთი რეპორტაჟის, კომენტარის ან ინფორმაციის გაზიარება, რამაც შეიძლება რაიმე ფორმით ზიანი მიაყენოს ამ სამართალწარმოებას.“

ცნობისთვის, პარტეის კონტრაქტი „არსენალთან“ ბოლო სეზონის დასრულების შემდეგ დასრულდა.

წყარო