"ლელო - ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
"ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას. მზად ვართ, სრული ჩართულობისთვის. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ, დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროცესი და განაჩენი რეჟიმისადმი. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივი მოსაგებია. ჩვენ ვართ მზად ტოტალური წინააღმდეგობისთვის, რეპრესიებისთვის, პატიმრობისთვის. დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, დე-ფაქტო ბრძოლა გამოგვიცხადებია და პირველ რიგში გვაქვს თქვენი, საზოგადოების იმედი“,- განაცხადა კუპრაძემ.