ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აკრიტიკებს პარტია "ლელოს", რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
"ლელომ" უღალატა პატიმრებს. "ლელომ" გვიღალატა ჩვენ. გახარიაც და "ლელოც" მოღალატეა. სანქციები სავარაუდოდ გადაიწევს, მაგრამ არა უშავს, 41,9,25 ერთად ჩაირეცხება. დღეიდან ჩემთვის ეს პარტიები ერთია" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, შედიან ბრძოლაში „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე“.
წაიკითხეთ ასევე: