ავტორი:

"ბაიერნის" უპირატესობა და ხვიჩას კარგი თამაში დაცვაში -  უგოლო ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

"ბაიერნის" უპირატესობა და ხვიჩას კარგი თამაში დაცვაში -  უგოლო ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ორი მძიმეწონიანი ევროპული კლუბი ხვდება ერთმანეთს - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშობს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0:0.

მატჩი ატლანტაში, "მერსედერს ბენცზე" მიმდინარეობს.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემდეგი ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე:

  • დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია.

პირველი ტაიმი "ბაიერნის" მცირე უპირატესობით დაუწყო და წარიმართა, მათი შეტევები საკმაოდ მწვავე იყო, თუმცა პსჟ-ს რამდენიმე კონტრშეტევაც საკმაოდ სახიფათო გამოვიდა. მათ შორის ხვიჩას ჰქონდა გატანის საშუალება, ჰაკიმის პასის შემდეგ "კვარას" დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა. ასევე რუისს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი რაც ვე გამოიყენა, მისი დარტყმული კარს დიდი მანძილით ასცდა.

26-ე წუთზე "ბაიერნის" ფეხბურთელის ოლისეს დარტყმული კარისკენ წავიდა, თუმცა დონარუმამ მოიგერია.

აღსანიშნავია, ჩვენებურის კარგი თამაში, მათ შორის დაცვაში.

31-ე წუთზე ქართველმა მარცხენა ფლანგიდან სოლორეიდი მოაწყო, თუმცა ნოიერმა მოახერხა ახლოდან დარტყმული ბურთის მოგერიება, შემდეგ კი ხვიჩას დამატების საშუალება აღარ მისცა.

მე-40 წუთზე დონარუმამ კიდევ ერთხელ იხსნა პარიზელთა კარი.

დამატებით დროში საჯარიმოდან ჩაწოდების შემდეგ, პსჟ-ს კარში გოლი გავიდა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო, არ ჩაითვალა.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, თუმცა შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თამაშს უფრო "ბაიერნი" აკონტროლებდა და პარიზელები კი შეცდომებს უშვებდნენ

წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" ან დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვდება.