ავტორი:

დრამატული თამაში: წითელი ბარათები, გაუქმებული გოლები და პსჟ-ს მორიგი სასწაული - 9 კაცით დარჩენილმა პარიზელებმა "ბაიერნი" დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ

დრამატული თამაში: წითელი ბარათები, გაუქმებული გოლები და პსჟ-ს მორიგი სასწაული - 9 კაცით დარჩენილმა პარიზელებმა "ბაიერნი" დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ორი მძიმეწონიანი ევროპული კლუბი შეხვდა ერთმანეთს - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ითამაშა, მატჩია დასრულდა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით: 2:0.

მატჩი ატლანტაში, "მერსედერს ბენცზე" ჩატარდა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემდეგი ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე:

  • დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია.

პირველი ტაიმი "ბაიერნის" მცირე უპირატესობით დაუწყო და წარიმართა, მათი შეტევები საკმაოდ მწვავე იყო, თუმცა პსჟ-ს რამდენიმე კონტრშეტევაც საკმაოდ სახიფათო გამოვიდა. მათ შორის ხვიჩას ჰქონდა გატანის საშუალება. 31-ე წუთზე ქართველმა მარცხენა ფლანგიდან სოლორეიდი მოაწყო, თუმცა ნოიერმა მოახერხა ახლოდან დარტყმული ბურთის მოგერიება, შემდეგ კი ხვიჩას დამატების საშუალება აღარ მისცა.

არაერთი შანსი ჰქონდა გოლის გატანის "ბაიერნსაც", თუმცა არაფერი გამოუვიდა. სამწუხაროდ ტაიმის მიწურულს საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო "ბაიერნის" ფეხბურთელმა ჯამალ მუსიალამ.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, თუმცა შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თამაშს უფრო "ბაიერნი" აკონტროლებდა და პარიზელები კი შეცდომებს უშვებდნენ.

მეორე ტაიმი პარიზელთა აქტიურობით დაიწყო. 48-ე წუთზე ხვიჩამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ბარკოლა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმული ლეგენდარულმა ნოერმა ნახტომში მოიგერია.

შემდგომ ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა. 73-ე წუთზე, ხვიჩამ კარიდან საკმაოდ შორს წასულ ნოიერს ბურთი მოჰპარა და დემბელს მიეცა საშუალება ცარიელ კარში გაეტანა დაერტყა, სამწუხაროდ ბურთი კარს ძალიან მცირე მანძილით ასცდა.

78-ე წუთზე დეზირე დუემ შორეული დარტყმით მოახერხა ნოიერის კარის აღება.

81-ე წუთიდან პსჟ 10 კაცით დარჩა. მსაჯმა უხეში თამაშისთვის პაჩო გააძევა მოედნიდან.

83-წუთზე ენრიკეს მოუწია ხვიჩას შეცვლა.

86-ე წუთზე ჰარი კეინიმ გაუტანა დონარუმას, თუმცა უკვე მეორედ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა გოლი. შეგახსენებთ, "ბაიერნს" ამავე მიზეზით პირველ ტაიმშიც გაუუქმეს გოლი.

პირველ დამატებით წუთზე უკვე 9 კაცით დარჩა პსჟ, ამჯერად მსაჯმა ლუკა ერნანდესი გააძევა მოედნიდან.

დამატებით დროში "ბაიერნის" ნაცვლად, ისევ 9 კაცით დარჩენილმა პსჟ-მ გაიტანა მეორე გოლო, მატჩის ბოლო წერტილი დემბელემ დასვა, რომელიც ტრავმის შემდეგ ტრიუმფით დაბრუნდა. მან გოლი "ლივერპულის" ტრაგიკულად დაღუპულ ფეხბურთელს დიეგუ ჟოტას მიუძღვნა, აღნიშნა რა გოლის გატანა მის სტილში.

დამატებით მე-8 წუთზე პსჟ-ს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ჰარი კეინს უნდა დაერტყა, თუმცა ვარზე შემოწმების შემდეგ თერთმეტმეტრიანი გაუქმდა.

საბოლოოდ ანგარიშით 2:0 პსჟ-მ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მადრიდის "რეალისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.