ცნობილი ვიდეოგრაფი და იუთუბერი, გიო ჯობავა ეკვადორში გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეუღლე, სალი წვერავა ავრცელებს. სალი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, ამბობს, რომ მძარცველებმა ჯობავა დამაძინებლის გაბრუებული დატოვეს.
აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს, ორი კამერა, სამი ლინზა, დრონი, ლეპტოპი, ფული. დატოვეს დამაძინებლით გაბრუებული, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ის წავიდა ამაზონის ჯუნგლებში იმიტომ, რომ ტელეფონით გადაიღოს ვიდეო
მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!
მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს სალი წვერავა.