ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დრამატული დაპირისპირების შემდეგ, მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის.
X-ის ანგარიშზე დაწერა, რომ შექმნა "ამერიკის პარტია", რომელსაც ის ამერიკის ორპარტიული სისტემისთვის გამოწვევად მიიჩნევს.
გაურკვეველია მილიარდერის პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა თუ არა.
"საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ვცხოვრობთ ერთპარტიულ სისტემაში და არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკის პარტია შეიქმნა იმისათვის, რომ დაგიბრუნოთ თავისუფლება", - წერს ილონ მასკი.