პორტუგალიელი ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა და მისი ძმა, ანდრე, ესპანეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. დაკრძალვის ცერემონია გასულ შაბათს გაიმართა.
დაკრძალვას არ დასწრებია კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჟოტას ახლო მეგობარი იყო
გამოცემის ინფორმაციით, კრიშტიანუ პირადად ესაუბრა ჟოტას ცოლს, მშობლებს და გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის სხვა წევრებს.
"ის და ჟოტას ოჯახი შეთანხმდნენ, რომ თუ რონალდუ არ დაესწრებოდა დაკრძალვას, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. კრიშტიანუ იქ მისვლით ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობდა. რონალდუს სურდა თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამოხატვა მედიაში აჟიოტაჟის გაღვივების გარეშე", - წერს გამოცემა.