ლოლიტას ტრაგიკული ისტორია - გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა ვეშაპი, რომელიც 4 წლის იყო, როდესაც დედას მოაშორეს და აკვარიუმში 57 წელი გაატარა

ლოლიტას ტრაგიკული ისტორია - გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა ვეშაპი, რომელიც 4 წლის იყო, როდესაც დედას მოაშორეს და აკვარიუმში 57 წელი გაატარა

ყველასთვის საყვარელი ვეშაპი სახელად ლოლიტა ოკეანეში გაშვებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა. საფეხბურთო კლუბის მფლობელი მილიონერი ჯიმ ირსი აქტივისტებთან ერთად მუშაობდა, რომ დეპრესიაში მყოფი ვეშაპი წყნარ ოკეანეში თავის მოხუც დედასთან დაებრუნებინა.

ლოლიტამ 50 წელი მაიამის ზღვის აკვარიუმში გაატარა.

ვეშაპი, რომელსაც მისი გათავისუფლების მომხრე აქტივისტები ტოკისაც (ტოკიტე) უწოდებდნენ, ფლორიდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა იყო, რომლის სანახავადაც ტურისტები ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ.

  • ლოლიტა 4 წლის იყო, როცა დედას მოაცილეს და აკვარიუმის მთავარ ატრაქციონად აქციეს. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ ვეშაპი ავად გახდებოდა.

2023 წელს აქტივისტებმა საფეხბურთო კლუბ Indianapolis Colts-ის, მფლობელის, ჯიმ ირსის ფინანსური მხარდაჭერით ვეშაპის წყნარ ოკეანეში დაბრუნების კამპანია წამოიწყეს. გათავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე 57 წლის ლოლიტა თირკმლის დაავადებით გარდაიცვალა.

პარკის თანამშრომლებმა ლოლიტას ოკეანეში გაშვებამდე მისი წვრთნაც კი დაიწყეს, მაგრამ ვეშაპმა დისკომფორტის უკიდურესი ნიშნები გამოავლინა. სამედიცინო გუნდი მისი დაავადებების განკურნებას ცდილობდა, რომლებიც, როგორც ჩანს, პნევმონია და თირკმლის ქრონიკული დაავადება უნდა ყოფილიყო.

  • რა იყო ლოლიტას გარდაცვალების რეალური მიზეზი?

აქტივისტები ათწლეულების მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ ლოლიტა ზედმეტად დიდი ზომის იყო იმ მინიატიურული აკვარიუმისთვის, რომელშიც ის ცხოვრობდა (აკვარიუმი 25 მეტრის სიგრძის, 10 მეტრის სიგანის და 6 მეტრის სიღრმის იყო). ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია PETA-მ განაცხადა, რომ ლოლიტას იქ ცხოვრება ვეშაპისთვის კოშმარად იქცა და ფლორიდის პარკს ევედრებოდა, რომ ის ოკეანეში დაებრუნებინათ, რათა ლოლიტასაც მისი პარტნიორის, ჰიუგოს ბედი არ გაეზიარებინა.

ჰუგო აკვარიუმის კედლებზე თავის განმეორებითი დარტყმის შედეგად 40 წლის წინ გარდაიცვალა...

ლოლიტა, იგივე ტოკი 1970 წელს ფლორიდის გასართობმა პარკმა მეთევზეებისგან შეიძინა. აქ ტოკიმ სხვადასხვა ტრიუკების კეთება ისწავლა და დატვირთულ გრაფიკს შეეგუა. ტოკის კომპანიონი ჰიუგო 10 წლის შემდეგ ანევრიზმით გარდაიცვალა, რომელიც თავის არეში მიყენებული განმეორებითი ტრავმით იყო გამოწვეული.

მანამ, სანამ ცხოველთა უფლებების დამცველები მის გათავისუფლებას ცდილობდნენ, გარემოსდაცვით ექსპერტებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ ლოლიტა ველურ ბუნებაში წარმატებით განაგრძობდა ცხოვრებას:

"მან არ იცის როგორ დაიჭიროს თევზები ან ინადიროს მათზე. არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ სხვა ვეშაპებთან კომუნიკაციას შეძლებს, რადგან ის ათწლეულების მანძილზე მარტო ცხოვრობდა", - ამბობდნენ ისინი.

ჯიმ ირსის გეგმა იყო, რომ 2268 კილოგრამიანი ვეშაპი ვაშინგტონის შტატში გადაეყვანათ, სადაც მას ოკეანეში ცხოვრებას ასწავლიდნენ. ეს გულისხმობდა თევზის დაჭერის სწავლებას და ცურვისთვის კუნთების გავარჯიშებას. თუმცა, ყველასთვის სამწუხაროდ, ლოლიტამ ვერ მოახერხა ძვირფას ოკეანეში დაბრუნება.

მაიამის ზღვის აკვარიუმმა ლოლიტას გარდაცვალების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ვეშაპი "მრავალი ქრონიკული დაავადებით, მათ შორის თირკმლის დაავადებით და პნევმონიით" გარდაიცვალა.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა