აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეს ე.წ. ელექტროშოკით თავს დაესხნენ.
მათივე ცნობით, არ აქვთ ინფორმაცია, დააკავეს თუ არა თავდასხმაში მონაწილე პირი და შსს-სგან ინფორმაციას ითხოვენ.
"ელექტროშოკით თავს დაესხნენ რუსთაველზე ამ ბიჭს და ორმოცდაათმა პოლიციელმა დამნაშავე ხან დაიჭირა, ხან გაექცათ და დაბნეულები აქეთ-იქით იყურებოდნენ. ახლა ვითხოვთ დამნაშავის სახელს და გვარს და ინფორმაციას შსს-გან, ბოლოს და ბოლოს დაიჭირეს თუ არა? ერთი პლასტმასის ბოთლისთვის ზიან ჩვენი თანამებრძოლები ციხეში და ელექტროშოკის ტრიალისთვის ხელის განძრევა არ უნდოდა პოლიციას" - აცხადებს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ავრცელებს ვიდეოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) არის დაწყებული.