ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის შსს-მ ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანი დააკავეს.
სწორედ მის სახლში იმყოფებოდა თორნიკე რიჟვაძე, როდესაც ის მძიმედ დაიჭრა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ თვითმკვლელობა სცადა.
"7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.