აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ექიმების განმარტებით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი ქოცი, რომელიც სულ ურიცხავდა ფულს ბავშვებს“
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა თორნიკე რიჟვაძის ქველმოქმედებაზე. მისი თქმით, რიჟვაძე ერთადერთი იყო „ქოცებიდან“, რომელიც რეგულარულად ურიცხავდა ფულს მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებს.
- ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი.
ამიტომ უნდა დავწერო ეს სტატუსი.
ყველა გადასარჩენ ბავშვს, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება.
ამ გზას , ხშირად ოჯახებთან ერთად გავდიოდით.
თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი ქოცი, რომელიც სულ ურიცხავდა ფულს ბავშვებს.
უფრო მეტიც, ერთი ამბავი იყო ასეთი, ბავშვი სამეგრელოში ცხოვრობდა, სადაც უარი უთხრეს დახმარებაზე. ამ ბავშვს დედა ჰყავდა აჭარელი და გადმოაწერინა დედასთან რომ ფული ჩაერიცხა.
ათი ათასობით ლარზეა საუბარი.
ამიტომ იცოცხლოს ამ კაცმა და რომ გადარჩება მოყვეს, რა ჯოჯოხეთს ატარებენ ქოცები და კერძოდ სუსი.
წაიკითხეთ ასევე: