მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.
რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა "მისი დავალებით მოქმედებდა." მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა. წერილის შინაარსს "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის შსს-მ ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანი დააკავეს. სწორედ მის სახლში იმყოფებოდა თორნიკე რიჟვაძე, როდესაც ის მძიმედ დაიჭრა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ თვითმკვლელობა სცადა.
წაიკითხეთ ასევე: