ავტორი:

მამა, რომელიც ოჯახის გადარჩენას შეეწირა, გოგონები ზაფხულის ბანაკიდან, მოსიყვარულე ბებია და ტეხასის ტრაგედიის სხვა ისტორიები

მამა, რომელიც ოჯახის გადარჩენას შეეწირა, გოგონები ზაფხულის ბანაკიდან, მოსიყვარულე ბებია და ტეხასის ტრაგედიის სხვა ისტორიები

ჯულიან რაიანის მიერ, დედისთვის ნათქვამი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მიყვარხარ“, როდესაც წყალმა მისი ადგილსამყოფელი მოიცვა. მან წამის მეასედში მიიღო გადაწყვეტილება, ხელი ფანჯრიდან გაეყო და კატასტროფული წყალდიდობისგან თავის დაღწევაში დახმარებოდა საცოლეს, ორ მცირეწლოვან შვილს და დედას.

  • ამას რაიანის სიცოცხლე შეეწირა. მინამ ხელის არტერია გადაუჭრა...

პარასკევს, გამთენიისას, ბნელ, ქარიშხლიან საათებში, წყალდიდობამ მოულოდნელად მოიცვა რეგიონი, მათ შორის მძინარე ბავშვებით სავსე ბანაკი. ოთხი თვის ნალექი სულ რაღაც რამდენიმე საათში მოვიდა და ახლომდებარე მდინარე გვადალუპე 7 მეტრზე მეტით ადიდდა - წაიღო სახლები, მანქანები, ბანაკის მაცხოვრებლები და ქოხები.

როგორც კი გათენება, კატასტროფის სრული მასშტაბები გახდა აშკარა. ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა. უამრავი გოგონა იმყოფებოდა ზაფხულის ბანაკში, რომელიც სტიქიის ეპიცენტრი იყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტეხასში კატასტროფული წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი, მათ შორის 21 ბავშვი დაიღუპა და დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება. CNN-ის შვილობილი კომპანია KHOU-ს ცნობით, რაიანის ცხედარი მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ იპოვეს.

თუმცა, ეს არ არის ერთეული ისტორია. სტიქიას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა და მედია რამდენიმე მათგანის შესახებ წერს.

  • ორი შვილის მამა და მისი უკანასკნელი გმირული საქციელი

რაიანი მის ოჯახთან ერთად

27 წლის ჭურჭლის მრეცხავმა, რაიანმა, ადგილობრივ რესტორანში მუშაობა დაასრულა და სახლისკენ გასწია. ეძინა, როდესაც წყლის ნიაღვარმა მათ ადგილსამყოფელს გადაუარა.

სულ რაღაც წამებში, მათი შესასვლელი კარი მდინარის ძლიერმა ტალღამ გააღო. რაიანმა და მისმა საცოლემ, რომლებიც მკერდამდე წყალში იყვნენ, თავიანთი 13 თვის და 6 წლის შვილები ლეიბებზე დააწვინეს, რომლებიც ტალღებზე ტივტივებდნენ. რაიანმა ფანჯარა ჩაამსხვრია, ოჯახის წევრების შენობიდან გაყვანა შეძლო, თუმცა მინამ ხელის არტერია გაუჭრა და მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

მას შემდეგ, რაც 911-ზე უშედეგოს დარეკვის მცდელობის შემდეგ, რაიანმა შეხედა მათ და თქვა: „ვწუხვარ, რომ ვერ მოგყვებით. მიყვარხართ ყველანი“.

  • ბანაკ “მისტიკის“ წევრები

8 წლის რენე სმაიშტრლა, 9 წლის ჯენი ჰანტი

„კემპ მისტიკში“ მასშტაბურმა წყალდიდობამ შენობები გაანადგურა. გოგონების ლეიბები იატაკზეა მიმოფანტული.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ ბანაკი „საშინლად განადგურებულია“.

გვადალუპეს მდინარის მახლობლად მდებარე გოგონების ბანაკში დაახლოებით 750 ბავშვი იმყოფებოდა.

გარდაცვლილებს შორის არის „კემპ მისტიკის“ 8 წლის მონაწილე რენე სმაიშტრლა, 9 წლის ჯენი ჰანტი და ათობით ბავში.

  • 13 და 11 წლის დები

ბლერი და ბრუკ ჰარბერები

წყალდიდობის შემდეგ 13 და 11 წლის დები, ბლერი და ბრუკ ჰარბერები, ბებია-ბაბუასთან ერთად დაკარგულად ითვლებოდნენ. ჰარბერების მამამ შაბათს CNN-ს დაუდასტურა, რომ მისი ქალიშვილები დაიღუპნენ.

  • გოგონათა ბანაკის დირექტორი

ბანაკის ვებსაიტის ცნობით, წყალდიდობის დროს დაიღუპა ბანაკის თანამფლობელი და დირექტორი ჯეინ რეგსდეილი.

“მან უამრავი ადამიანის სიცოცხლეზე იქონია გავლენა და ძალისა და ძლევამოსილების განსახიერება იყო“, - წერს ბანაკის ადმინისტრაცია სამძიმრის წერილშ.

  • სკოლის ფეხბურთის მწვრთნელი და მისი მეუღლე

“რის ზანკერი ტივის საშუალო სკოლის ბიჭების ფეხბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელი „მენტორი, მასწავლებელი და მისაბაძი მაგალითი“ იყო“, - განაცხადა გუნდმა Facebook-ზე. მათ დასძინეს, რომ გლოვობენ...

ცანკერი წყალდიდობის შედეგად დაიღუპა. მისი დისშვილის, მაკენზი ცანკერის თქმით, ბიძის ცხედარი შაბათს ამოიცნო. ასევე გარდაიცვალა რის ცანკერის მეუღლე, პაულა ცანკერი. წყვილის ორი შვილი დღემდე დაკარგულად ითვლება.

  • მოსიყვარულე ბებია

“ტეხასის წყალდიდობის კიდევ ერთმა მსხვერპლმა, დოქტორმა კეტრინ იდსმა, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრა, თუმცა ის ძალიან მალე შეწყდა“, - განუცხადა მისმა ქალიშვილმა, ვიქტორია იდსმა CNN-ს.

იდსმა კარიერა მინდობით აღზრდის სისტემაში მყოფი ბავშვების დახმარებით დაიწყო და მოგვიანებით ფსიქოლოგად და კოლეჯის პროფესორად მუშაობდა.

წყარო

იხილეთ ასევე: