შს სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მოგვიანებით რიჟვაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.





ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი
იხილეთ ასევე: