ავტორი:

ბიანკა ცენსორის ახალი იმიჯი - კანიე უესტის მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ბიანკა ცენსორის ახალი იმიჯი - კანიე უესტის მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

კანიე უესტმა თავისი მეუღლის, ბიანკა ცენსორის ინტიმური ფოტოები გააზიარა, სადაც ის ქერა პარიკსა და გამჭვირვალე ღამის პერანგშია გამოწყობილი.

გამჭვირვალე კაბის ქვეშ მას თეთრი ბიუსტჰალტერი ეცვა, ხოლო ლუქს ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

„გადაღებულია @ye-ს მიერ“, - დაწერა 30 წლის ცენსორიმ.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ბოლო პერიოდში კონფლიქტი არ ჰქონია, წლის დასაწყისში მათი ურთიერთობა ბეწვზე ეკიდა: "ის შესანიშნავი ცოლი და შესანიშნავი თანამშრომელი იყო, ბევრი გიჟური რამ გამოიარა, მაგრამ ეს შესაძლოა მისთვისაც კი რთული აღმოჩნდეს",- განუცხადა წყარომ Page Six-ს რამდენიმე თვის წინანდელ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რაც უესტის მიერ სვასტიკის გამოსახულებიანი პროდუქციის გაყიდვას მოჰყვა.

წყვილი ერთმანეთს გრემის დაჯილდოებაზე გამოჩენიდან მალევე დაშორდა, თუმცა ისინი აპრილში, დაშორებიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ კვლავ შერიგდნენ.

წყარო