თურქეთში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 761 ხანძარი დაფიქსირდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ მხოლოდ იზმირში, სადაც ზარალის სრული მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხანძარმა სულ მცირე 228 სახლი სერიოზულად დააზიანა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც სახლები დაკარგეს, დროებით საცხოვრებლებში განთავსდებიან.