ავტორი:

აშშ-მა "ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელსაც სირიის ამჟამინდელი ლიდერი ხელმძღვანელობდა, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო

აშშ-მა "ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელსაც სირიის ამჟამინდელი ლიდერი ხელმძღვანელობდა, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო

აშშ-მა "ალ-ნუსრას ფრონტი“ იგივე "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.

Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო.

23 ივნისით დათარიღებულ მემორანდუმს აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა მარკო რუბიომ ხელი მოაწერა.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ სირიისთვის აშშ-ის სანქციების პროგრამის გაუქმების შესახებ აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერიდან ერთი კვირის შემდეგ გადაიდგა.

„ორგანიზაციას სირიის ალჟამინდელი ლიდერო აჰმედ ალ-შარაა ხელმძღვანელობდა, რომელმაც სხვა ისლამისტ მეამბოხეებთან ერთად სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან გადააყენა.