ავტორი:

ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამიმ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.

  • მედიის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს განცხადება თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე გააკეთა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ნომინაციის წერილი წასაკითხად გადასცა.

„სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, დონალდ ტრამპი მშვიდობას ამყარებს ქვეყნიდან ქვეყანაში და რეგიონიდან რეგიონში“, - განაცხადა ისრაელის ლიდერმა.