ავტორი:

ზელენსკიმ მამუკა მამულაშვილი და მისი ორი მოადგილე გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვა - რას ამბობს "ქართული ლეგიონის" მეთაური

ზელენსკიმ მამუკა მამულაშვილი და მისი ორი მოადგილე გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვა - რას ამბობს "ქართული ლეგიონის" მეთაური

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურს, მამუკა მამულაშვილსა და მის ორ მოადგილეს უკრაინის უმაღლესი ჯილდო გადასცა.

გამოჩენილი მამაცობისთვის მედლები და სიგელები გადაეცათ: "ქართული ლეგიონის" დამფუძნებელსა და მეთაურს, მამუკა მამულაშვილს. "ქართული ლეგიონის" თანადამფუძნებელს, ლევან ფიფიას; "ქართული ლეგიონის" მეთაურის მოადგილეს, ივანე ხახვიაშვილს.

"გულწრფელად ვუხდით მადლობას უკრაინელ ხალხს!“ - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

მისივე განმარტებით, პირველად მოხდა პრეცედენტი, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, სახელმწიფო ჯილდო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გადასცა.

"მართალია, მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და საქართველოსთან ერთად, უკრაინის მოქალაქეც ვარ, მაგრამ ლევან ფიფია და ივანე ხახვიაშვილი უცხო ქვეყნის პირველი მოქალაქეები არიან რომლებმაც ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოები მიიღეს" - გვეუბნება "ქართული ლეგიონის“ მეთაური.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ლეგიონი" 2014 წლიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური უცხოური დანაყოფია ფრონტის წინა ხაზზე.