ავტორი:

ყვარელში ორი პირი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაჭრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ყვარელში ორი პირი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაჭრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.რ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • მათი ცნობით, ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ. - ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, ფაქტის შემსწრე კახეთის პოლიციის თანამშრომელიც დაჭრა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ. - ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო და ვითარების განმუხტვა სცადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა 1983 წელს დაბადებულმა ე.მ.-მ, რომელიც ბრალდებულმა, ასევე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.