ავტორი:

"ვფიქრობდი, ზოგიერთი ჩვენგანი ვერ გადარჩება" - წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა: რას ჰყვებიან გადარჩენილები (ფოტო/ვიდეო)

"ვფიქრობდი, ზოგიერთი ჩვენგანი ვერ გადარჩება" - წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა: რას ჰყვებიან გადარჩენილები (ფოტო/ვიდეო)

აშშ-ის ტეხასის შტატში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

CNN-ის ცნობით, მდინარე გვადალუპეს გასწვრივ მდებარე გოგონების საზაფხულო ბანაკმა, „კემპ მისტიკმა“, დაადასტურა, რომ წყალდიდობის შედეგად 27 ბავშვი და ხელმძღვანელი დაიღუპა. ათი ბავშვი და ერთი ხელმძღვანელი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

მაშველები დაკარგულების პოვნის მიზნით სამძრებო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ.

  • ტრაგიკულ ისტორიებზე მოგვითხრობენ სტიქიის ზონაში მყოფები

CNN-ის ცნობით, მდინარე გვადალუპესთან ახლოს, რომელიც ადიდდა და დასახლებები წალეკა, „Camp Mystic“-ი მდებარეობდა, სადაც იმ დროისთვის დაახლოებით 750 გოგონა იმყოფებოდა.

იქვე იყო ბიჭების ბანაკი „Camp La Junta“.

მთლიანობაში, მდინარის გასწვრივ დაახლოებით 18 ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი არსებობს და ზაფხულობით ის სულ დატვირთულია. გარდა ბავშვებისა, ტერიტორიაზე მრავლად იყვნენ ტურისტები და ადგილობრივები. აქ სახლები აქტიურად ქირავდებოდა.

ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაფრთხილება წყალდიდობის შესახებ ხუთშაბათს გამთენიისას გაავრცელა, როდესაც უმეტესობა მათგანს ეძინა. თუმცა ვინც SMS წაიკითხა, უმეტესობამ ევაკუაცია ვერ მოასწრო, რადგან სტიქია მალე დაატყდათ თავს.

  • “ძალიან ბევრი წყალი იყო...“

“ლა ხუნტას“ ბანაკში მყოფმა, რაფინ ბოიეტმა პირველმა გაიღვიძა, რადგან “ჭექა-ქუხილის გამო ვერ იძინებდა“.

„ხალხი ყვიროდა: წყალდიდობაა... ძალიან ბევრი წყალი იყო“,-განუცხადა მან CNN-ის შვილობილ ტელეარხ KSAT-ს.

"არ ვიცოდით, რა ხდებოდა ჩვენს გარშემო, რადგან ბნელოდა. ხეებს იქით ვერ ვხედავდით. სინამდვილეში მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ნივთები უნდა გადაგვეტანა, რომ არ დასველებულიყო. ჩვენს გარშემო ყველგან ნაკადები იყო, ძალიან ძლიერი ნაკადულები და არ გვინდოდა ჩავეთრიეთ,“ – იხსენებს ბანაკის მკვირდი 14 წლის ვინდომ ეთერიჯი.

დაახლოებით დილის 5 საათზე ისინი მიხვდნენ, რომ საფრთხეში იყვნენ...

  • “ვფიქრობდი, ზოგიერთი ჩვენგანი ვერ გადარჩება...“

რიკი გონსალესი ათამდე მეგობართან ერთად Airbnb-ის მეშვეობით ნაქირავებ კოტეჯში იმყოფებოდა, როდესაც ხმაურმა გააღვიძა. ფანჯარაში გაიხედა და დაინახა, რომ მათი ერთ-ერთი მანქანა წყალდიდობას გაეტაცებინა.

"წყლის სიღრმე თითქმის 30 ფუტი იყო. პირადად მე ცურვა არ ვიცი. დავრწმუნდით, რომ ყველა ტივტივა, გასაბერი ლეიბები, ყველაფერი, რაც გადარჩენისთვის გვჭირდებოდა, მზად იყო. ვფიქრობდი, ზოგიერთი ჩვენგანი ვერ გადარჩება... ზოგიერთი ჩემი მეგობარი ალბათ მოკვდება,“ - გაიხსენა გონსალესმა.

პარასკევს დილით ადრე 100-ზე მეტმა რეინჯერმა და საჰაერო ჯგუფმა ბანაკში მოხვედრა სცადა, თუმცა შესვლა ვერ შეძლეს.

როგორც დადგინდა, მდინარე გვადალუპეს დონემ 7 მეტრზე მეტრით აიწია, რამაც 50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის თქმით, კერის ოლქში, სულ მცირე 14 ვერტმფრენი და 12 დრონი მუშაობდა. გასული იყო სამაშველო სამსახურის ასობით წარმომადგენელი, თუმცა 27 ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

წყარო

იხილეთ ასევე: