ავტორი:

"თუ საავადმყოფოში არ დავწვები, მოვკვდები... სრულიად მარტო ვარ" - ჩცდ-ს მსახიობს დახმარება ესაჭიროება: რა შეემთხვა მარტა ბარამიძეს

"თუ საავადმყოფოში არ დავწვები, მოვკვდები... სრულიად მარტო ვარ" - ჩცდ-ს მსახიობს დახმარება ესაჭიროება: რა შეემთხვა მარტა ბარამიძეს

მარტა ბარამიძე, საზოგადოებისთვის ცნობილი პროექტ "მასტერშეფიდან" და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა. გამორჩეული გარეგნობის წყალობით ის ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას. თუმცა, მისი ისტორია მხოლოდ ეკრანული წარმატებით არ შემოიფარგლება. წლების წინ მან საჯაროდ ისაუბრა საკუთარ მძიმე ცხოვრებაზე, იმაზე, რომ ნაშვილები იყო და აღმზრდელი მშობლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახლდათ.

ახლა მარტა მარტოა და მას დახმარება სჭირდება

დღეს დილით, მარტა ბარამიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რამდენიმე ხნის წინ მიღებული თავის ტრავმის შედეგად ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა, რის გამოც სასწრაფო რეაბილიტაცია და დრენაჟის ჩადგმა ესაჭიროება.

"გამარჯობა მეგობრებო, რამდენიმე ხნის წინ მქონდა ძალიან დიდი ტრავმა თავზე, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა რომ სისხლის გაჟონვა წავიდა ტვინში..! სასწრაფოდ მესაჭიროება რეაბილიტაცია და აღარც მორიდებას ვერიდები :(( დღესვე უნდა დავწვე კლინიკაში რომ ჩამიდგან დრენაჟი.. აქვე დავურთავ ჩემს ანგარიშს.. თქვენი გვერდში დგომა მჭირდება ყველაზე მეტად.. შეიძლება უბრალოდ მოვკვდე თუ დროზე არ მივალ მჭირდება ჯამში 5000 ლარი", - წერს მარტა.

Ambebi.ge დაუკავშირდა მარტას დეტალების გასარკვევად:

"რამდენიმე თვის წინ, მეგობრის სახლში გადავედი ჯიქიაზე, მაცივარი გაფუჭებული იყო და მუშა გამოვიძახე გასაკეთებლად. შემდეგ სააბაზანოში შევიტანე მინის თაროები, რომ გამერეცხა და ამ დროს წყალზე ამისრიალდა ფეხი და უკან მხრიდან დავეცი. თავი გამისკდა, რვა ნაკერი დამჭირდა და საავადმყოფოში აღმოაჩინეს, რომ სკალპის ქვევით მქონდა წარმონაქმნი, რომლის შესახებაც არ ვიცოდი. ტრავმის დროს ესეც გასკდა. აღმოჩნდა, რომ ჩაქცევა ტვინშია წასული და სასწრაფოდ მჭირდება ოპერაცია. უნდა ჩამიდგან თავში დრენაჟი, რომ ეს სითხე ამოიღონ, თორემ მარცხენა ნახევარსფერო ისე ივსება სითხით, რომ თუ არ დავწვები საავადმყოფოში, მოვკვდები."

- სახელმწიფო დაზღვევა არ გაქვს?

- საუბარია დაახლოებით 5 ათას ლარზე. აქამდე კერძო დაზღვევა მქონდა, შემდეგ ვეღარ გადავიხადე და შემიჩერდა. სრულიად მარტო ვარ. კლინიკა არ მიღებს, სანამ თანხას არ ჩავურიცხავ. რანაირები არიან ადამიანი კვდება და არ იღებენ. ახლა არ მეხება არანაირი დაზღვევა. სახელმწიფო დაზღვევაც მქონდა იქამდე როგორც სოციალურად დაუცველს და აფინანსებს სასწრაფომ რომ მიგიყვანოს მაგას, დანარჩენი კატეს და ტომოგრაფიას არ აფინანსებს. როდესაც დავეცი, მაშინაც არ დამიფინანსეს. არ მინდა, რომ მოვკვდე, მაგრამ რომ მოვკვდე ისე, რომ არ გავიგო, ეგეც არა უშავს.

მარტას დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

#GE88BG0000000184031700

# GE08TB7102445061100081

#პირადი ნომერი: 61001069089

მიმღები: მარტა ბარამიძე

წაიკითხეთ ასევე: