პოლარული დათვი, უცნაური ვულკანი და სხვა განსაცვიფრებელი ფოტოები 2025 წლის საერთაშორისო აეროფოტოგრაფიის კონკურსიდან
ახალ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავ აეროფოტოგრაფიებს აჯილდოებს, წელს ავტორებმა განსაცვიფრებელი ნამუშევრები წარადგინეს.
საერთაშორისო აეროფოტოგრაფია კონკურსის პირველი გამარჯვებული ნიუ-იორკელი პროფესიონალი დრონის პილოტი, ჯოანა სტეიდლია.
„აეროფოტოგრაფია იმდენ შესაძლებლობას გვთავაზობს, რომლებიც ჯერ არ არის შესწავლილი. ყოველი დღე საინტერესოა. მე ძალიან ბრტყელ ლანდშაფტში ვცხოვრობ, ამიტომ ზემოდან ქვემოთ გადაღებული სურათები საკმაოდ პოპულარული თემა გახდა ჩემს ფოტოგრაფიაში, რაც კარგად ერწყმის ჩემს სიყვარულს ზღვის ცხოვრების მიმართ“, - განაცხადა სტეიდლმა, რომელიც ლონგ აილენდის ჰემპტონსში ცხოვრობს.
ორგანიზატორების თქმით, კონკურსში მთელი მსოფლიოდან 1500-ზე მეტი ნამუშევარი შევიდა. ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ყველა ფოტო ადამიანის მიერ ყოფილიყო გადაღებული და გამორიცხული ყოფილიყო ხელოვნური ინტელექტის შემცველი კონტენტი.
მეორე ადგილი ესპანელ დანიელ ვინე გარსიას ერგო, ხოლო მესამე ადგილზე აშშ-ს წარმომადგენელი დევიდ სვინდლერი გავიდა.
რამდენიმე სხვა ფოტოგრაფმა სპეციალური პრიზები მიიღო კატეგორიებში: საუკეთესო შავ-თეთრი ფოტო, საუკეთესო დრონი, საუკეთესო რეზიუმე და თავმჯდომარის არჩევანის ჯილდო.
ჯილდოები დააარსეს წლის საერთაშორისო ლანდშაფტის ფოტოგრაებმა პიტერ ისტვეიმ და დევიდ ევანსმა. ორგანიზატორების თქმით, ახალი კონკურსი შეიქმნა აეროფოტოგრაფიის ნამუშევრების მზარდი რაოდენობის საპასუხოდ.
წარმოგიდგენთ კონკურსის გამორჩეულ ფოტოებს:
გამარჯვებული ჯოანა სტეიდლი ნამუშევარი - საუთჰემპტონის სანაპირო, ზვიგენის ნადირობა თევზების გუნდზე
მეორე ადგილი დანიელ ვინჯე გარსიას ერგო - ისლანდიური ვულკან ფაგრადალსფიალის ზედხედი
ავტორი დევიდ სვინდლერი - ფლამინგოებისა და პელიკანების სურათი
ფაბიენ გიტარის ფოტო - სელაპები, რომლებიც სამხრეთ ისლანდიაში, ყინულზე ისვენებენ
ავტორი იგნასიო პალიციოსი - არგენტინის ქალაქ ლა პუნაში გადაღებული კონო დე არიტა
ტეილორ სტოუნის ფოტო - დნობის პროცესში მყოფი მყინვარი
კოლინ ლეონჰარდტის ფოტო - დასავლეთ ავსტრალიის ქალაქ კოლიში მდებარე კაშხალი
ბარბარა ბრაუნის ფოტო - მარილიანი ტბა დასავლეთ ავსტრალიაში, გოლდფილდსში
ავტორი თომას ვიჯაიანი - ბრასველბრინის მყინვარი ნორვეგიის ქალაქ შპიცბერგეიდან
პოლ ჰერმანსენის ფოტო - პოლარული დათვი და მკვდარი ლომვეშაპი