ავტორი:

ფერფლის უდიდესი ღრუბელი და სრული ევაკუაცია - ინდონეზიაში ვულკანი "ლევოტობი" ამოიფრქვა: შთამბეჭდავი კადრები

ფერფლის უდიდესი ღრუბელი და სრული ევაკუაცია - ინდონეზიაში ვულკანი "ლევოტობი" ამოიფრქვა: შთამბეჭდავი კადრები

ინდონეზიაში ლევოტობი ლაკი-ლაკის ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო — ფერფლის ღრუბლის სიმაღლემ 18 კილომეტრს მიაღწია. მაცხოვრებლებმა სახლები დატოვეს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კუნძულის მოსახლეობასა და ტურისტებს ვულკანთან მიახლოება 6 კილომეტრის მანძილზე აეკრძალათ.

ვულკანოლოგიის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვულკანი "ლევოტობი ლაკი ლაკი" ადგილობრივი დროით დილის 11:05 საათზე ამოიფრქვა.

ღამით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ამოდის ვულკანის მწვერვალებიდან მანათობელი წითელი ლავა. ადგილობრივი კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ტერიტორიიდან 4000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ინდონეზია წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან რგოლზე“ მდებარეობს, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება, რაც ხშირ ვულკანურ აქტივობას და მიწისძვრებს იწვევს.

ლევოტობი ლაკი-ლაკი წელს რამდენჯერმე ამოიფრქვა. გასული წლის ნოემბერში ვულკანის ამოფრქვევამ სულ მცირე 10 ადამიანი იმსხვერპლა.

წყარო