გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ტირძნისში მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მსხვერპლი გარდაიცვალა.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ლ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
“ტელეკომპანია პირველი“ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. რაც შეეხება მკვლელს, ეს არის 50 წლის მამაკაცი და ადგილობრივების თქმით, ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ.
თანასოფლელებისა და მეზობლების თქმით, მათ შორის არსებული კონფლიქტის შესახებ არაფერი იცოდნენ და არც ხმაური გაუგიათ.
“ქალი მოკლულია. ჩხუბი მოუვიდათ, თუ რა იყო მიზეზი არ ვიცი...
გავიგე ქალი მოკლაო, სხვა არაფერი ვიცი. კაცს ვიცნობ, თუმცა ვინ იყო მისი მეუღლე არ ვიცი...
სასწრაფოში ვმუშაობ, როდესაც მივედი დილით სამსახურში მითხრეს რომ უკვე გარდაცვლილი იყო. დანით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული...
ახალგაზრდა ქალი იყო, 3 შვილი ჰყავს...“ - აცხადებენ მეზობლები.
იხილეთ ასევე: