იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე აჭარის მთავრობის მეთაურს თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“უნდა გაიმარჯვო სიცოცხლისთვის ბრძოლაში,“ - წერს რატი ბრეგაძე მეგობრულ ფოტოსთან ერთად, რომელიც ტექსტს აქვს თანდართული.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის, სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მედიის დამატებით კითხვას, თორნიკე რიჟვაძეს ფილტვის დაზიანების გარდა აღენიშნება თუ არა სხვა დაზიანებები, ექიმმა არ უპასუხა.
იხილეთ ასევე: