ავტორი:

"მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, გადაიტანა საძინებელში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში" - პროკურატურა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

"მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, გადაიტანა საძინებელში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში" - პროკურატურა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურამ ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა.

  • უწყება საგარეჯოში, ალექსი ახვლედიანის საკუთრებაში არსებულ სახლში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რიჟვაძემ თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში.

7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: