ავტორი:

ფერფლისა და მოჩვენებების ქალაქი - როგორ გამოიყურება ლოს-ანჯელესი გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ

ფერფლისა და მოჩვენებების ქალაქი - როგორ გამოიყურება ლოს-ანჯელესი გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ

ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრებიდან ექვსი თვის შემდეგ, წყნარი ოკეანის სანაპირო მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსა. ხანძარმა ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით სახლი გაანადგურა.

ძვირადღირებული შენობებიდან მხოლოდ დაზიანებული ნაგებობები და ნანგრევების გროვებია დარჩენილი, ხოლო დამწვარი ავტომობილები გზის პირასაა მიტოვებული.

პერის ჰილტონის სანაპირო სახლის ადგილას ახლა მხოლოდ საძირკვლის მონაკვეთი, კედლის ნაწილი და ორი კარი შემორჩა, რომლის გარშემოც სარეველა იზრდება.

თუმცა, პასიფიკ პალისეიდსში, რომელიც ხანძრისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ერთ-ერთი უბანია, მაცხოვრებლები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და გულმოდგინედ მუშაობენ. თვეების შემდეგ, უბანი მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის, მშენებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაა ღია. ის კვლავ საომარი ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავს - ხანძარმა 6000-ზე მეტი ნაგებობა, მათ შორის სახლები, ბიზნესები და საზოგადოებრივი ღირსშესანიშნაობები გაანადგურა.

ისტორიული Starbucks-ის შენობა, რომელიც 1924 წელს ამოქმედდა, ნანგრევებად არის ქცეული, დარჩენილი კედლები კი შავი კვამლით არის დაფარული.

ტრაგედიამ ასევე იმოქმედა ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით მდებარე ალტადენას რაიონზე, სადაც ხანძარი 20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მძვინვარებდა. კარუსოს ბიზნესის აღმასრულებელმა დირექტორმა, კორინ ვერდერიმ , განაცხადა, რომ რეკონსტრუქციას გაუწევს საზოგადოებრივ პარკს და დააფინანსებს ქუჩების, მათ შორის ტროტუარების, აღორძინებას.

„ჩვენი მიზანია პალისეიდსის სოფელი და მიმდებარე ტერიტორია კვლავ აღვადგინოთ, როგორც ცოცხალი და მისასალმებელი ადგილი მაცხოვრებლებისთვის, მუშებისა და ვიზიტორებისთვის - ადგილი, რომელიც ასახავს ჩვენი საზოგადოების მდგრადობას და მომავლისადმი ოპტიმიზმს“ - ნათქვამია განცხადებაში.

სანტა ბარბარაში დაფუძნებული კომპანია „Clear Construction“-ის უფროსმა ზედამხედველმა, ჯეფ შმაკერმა, ადგილზე მუშაობისას The Sun-ს ესაუბრა. კარუზოს ოპტიმიზმის მიუხედავად, შმუკერი ფიქრობს, რომ მალიბუს ხელახლა აღდგენას 5 წელი დასჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ყველა უბანს წინ გრძელი გზა ელის, ცხადია, რომ ბევრს იმედის დაკარგვა არ სურს.