ავტორი:

ხანგრძლივი ზაფხული - ევროპის ზოგიერთ ქალაქში ცხელი დღეები 5 თვე გრძელდება: რას ამბობენ მეცნიერები შეცვლილ კლიმატურ პირობებზე?

ხანგრძლივი ზაფხული - ევროპის ზოგიერთ ქალაქში ცხელი დღეები 5 თვე გრძელდება: რას ამბობენ მეცნიერები შეცვლილ კლიმატურ პირობებზე?

მსოფლიოში ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ევროპის ქალაქების ნაწილში ცხელი სეზონი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ტრადიციული ზაფხულის თვეებით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა შეიძლება გაცილებით ხანგრძლივი იყოს და შესაბამისად, ზაფხულიც გახანგრძლივდეს.

  • Climate Resilience for All-ის ახალი კვლევის მიხედვით, ევროპის ზოგიერთ ქალაქში 32°C-ზე მაღალი ტემპერატურა წელიწადში უკვე ხუთ თვემდე გრძელდება, კვლევა 2019-დან 2023 წლამდე პერიოდს მოიცავს და 85 ქალაქის მონაცემებს ეფუძნება.

კვლევის მიხედვით, ევროპის ყველაზე ცხელ ქალაქი ათენია, აქ ცხელი სეზონი მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება - საშუალოდ 145 დღეს მოიცავს.

მეორე ადგილზეა ტირანა (ალბანეთი), 143 დღით.

ლისაბონში (პორტუგალია) სიცხეები დაახლოებით 136 დღეს გრძელდება, ხოლო მადრიდში (ესპანეთი) — 119 დღეს

ისეთ ქალაქებში როგორიცაა მიუნხენი და ვარშავა სიცხის სეზონი შედარებით ხანმოკლეა - დაახლოებით ერთი ან ორი თვე, თუმცა კლიმატური ცვლილებები აქაც ადვილად შესამჩნევია.

World Weather Attribution, Climate Central - მა და წითელი ჯვრის კლიმატურმა ცენტრმა 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდი შეისწავლა და მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ კლიმატის ცვლილებამ წინა წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით სიცხის დღეების რაოდენობის მნიშვნელოვნი ზრდა გამოიწვია მსოფლიოს ქვეყნების უმეტეს ნაწილში.

წყარო

ავტორი: ლაშა ლაშქარაშვილი