იტალიაში, ბერგამოში Orio al Serio-ს აეროპორტში უცნობი პირი, 35 წლის მამაკაცი ასაფრენ ბილიკზე შევარდა იმ დროს როცა თვითმფრინავი ასაფრენ მანევრს აკეთებდა.
მამაკაცი მის ძრავს შეეჯახა. როგორც იტალიური მედია წერს, ის "თვითმფრინავის ძრავმა შეითრია".
ადგილობრივი მედია ასევე აღნიშნავს, რომ მსხვერპლი არც მგზავრი და არც აეროპორტის თანამშრომელი არ ყოფილა.
მომხდარის გამო აღნიშნული აეროპორტიდან ფრენები გადაიდო და დღის 12:00 საათზე აღდგა.