ნევროლოგიური სტატუსის მხრივ [თორნიკე რიჟვაძე] კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით. კლინიკა გაუმჯობესებულია, რაც ნიშნავს, რომ ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ლიკვიდირებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ - კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს, გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა, პროტოკოლის გათვალისწინებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.