საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეუღლემ თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას ქმრისგან დახმარების შეთავაზება უგულებელყო. შემთხვევა მაკრონების ბრიტანეთში ვიზიტისას მოხდა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო ვიდეო, სადაც ჩანდა თვითმფრინავში როგორ გააწნა სილა სახეში ბრიჯიტმა ქმარს.


შეხვედრები სამეფო ოჯახთან და საზოგადოებასთან
უილიამთან და ქეითთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონები RAF Northolt-ის აეროდრომიდან (დასავლეთ ლონდონი) უინძორის სასახლეში გაემგზავრნენ, რათა შეხვედროდნენ მეფე ჩარლზ III-სა და კამილას.

ამის შემდეგ წყვილის გზები გაიყო: საფრანგეთის პრეზიდენტი ბრიტანეთის მონარქთან ერთად ღია ეტლით გაემგზავრა უინძორის ქუჩებში, ხოლო პირველი ლედი ცალკე ეტლში იჯდა დედოფალთან ერთად.
ბრიჟიტი ბრიტანელ საზოგადოებასთან ბევრად უფრო მეგობრული ჩანდა, ვიდრე მეუღლესთან. ის კოცნას უგზავნიდა ხალხს, როდესაც ეტლი უინძორის ვიწრო ქუჩებში გადიოდა, ხოლო სახელმწიფო ორკესტრი საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნს, "მარსელიოზას“ უკრავდა.