რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, კილიან მბაპე ჰოსპიტალიზებული იყო. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
საავადმყოფოში ფეხბურთელის გადაყვანის მიზეზი მწვავე გასტროენტერიტი იყო.
ცნობისთვის, დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართება და ერთმანეთს "რეალი" და პსჟ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება. უცნობია, იქნება თუ არა კილიანი "რეალის" ძირითად შემადგენლობაში და ითამაშებს თუ არა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ