ავტორი:

"ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა - სამხედრო ინვესტიციების გაზრდა არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელადაც კარგია" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა - სამხედრო ინვესტიციების გაზრდა არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელადაც კარგია" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • "არ შეგვიძლია, რომ ევროპის დასაცავად სხვებზე დამოკიდებულები ვიყოთ. ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდა "კარგია, არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელად“.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 740-ზე მეტი დრონითა და რაკეტით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმასაც გამოეხმაურა.

"ნათლად ვხედავთ, რომ ომი კვლავ მძვინვარებს და რუსეთის საფრთხე კვლავ არსებობს. რუსეთი სწრაფ გადაიარაღებას ახორციელებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.