ავტორი:

პარიზის პოლიციამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა

პარიზის პოლიციამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა

პარიზის პოლიციამ ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეზიდენტი, ჯორდან ბარდელა ავრცელებს.

  • "დილის 8:50 საათიდან „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში, მათ შორის მისი ლიდერების ოფისებში, ოცამდე შეიარაღებული პოლიციელი, ორი გამომძიებელი მოსამართლის თანხლებით, ჩხრეკას ატარებს“, - წერს ჯორდან ბარდელა X-ზე.

მისი თქმით, პოლიციამ პარტიის საარჩევნო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოიღო.

"ეს უპრეცედენტო ოპერაცია შევიწროების ახალი კამპანიის ნაწილია და პლურალიზმზე სერიოზულ თავდასხმას წარმოადგენს“, - აღნიშნავს ბარდელა.