ავტორი:

რა არის ცნობილი მამაკაცზე, რომელიც იტალიაში, ბერგამოს აეროპორტში, თვითმფრინავის ძრავამ ჩაითრია - ტრაგიკული ამბის დეტალები

რა არის ცნობილი მამაკაცზე, რომელიც იტალიაში, ბერგამოს აეროპორტში, თვითმფრინავის ძრავამ ჩაითრია - ტრაგიკული ამბის დეტალები

იტალიაში, ბერგამოში Orio al Serio-ს აეროპორტში 35 წლის მამაკაცი ასაფრენ ბილიკზე შევარდა იმ დროს როცა თვითმფრინავი ასაფრენ მანევრს აკეთებდა.

  • მამაკაცი მის ძრავს შეეჯახა. როგორც იტალიური მედია წერს, ის "თვითმფრინავის ძრავამ შეითრია".

მედიის ცნობით, ის 35 წლის მშენებელი ანდრეა რუსოა. მამაკაცი ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაიცვალა. Volotea-ს ცნობით, რუსო თვითმფრინავის მგზავრი არ იყო და ავიაკომპანიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

  • "ჩვენ ვიძიებთ აეროპორტთან ან თვითმფრინავთან შესაძლო კავშირებს. მანქანაში, რომლითაც ის აეროპორტში მივიდა, საჭირო მტკიცებულება ვერ ვიპოვეთ" - განაცხადა პროკურორმა მაურიციო რომანელიმ.

თვითმხილველების თქმით, როდესაც რუსო ასაფრენ ბილიკზე გარბოდა, პოლიცია დაედევნა, თუმცა მისი შეჩერება ვერ მოახერხეს. ის ესპანეთის, ასტურიის მიმართულებით მიმავალი Airbus A319 Volotea-ს თვითმფრინავისკენ გაიქცა. აეროპორტის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ მამაკაცი ძრავაში ზუსტად მაშინ გაიჭედა, როდესაც თვითმფრინავი აფრენისთვის ემზადებოდა.

Airbus A319-ის აღჭურვა შესაძლებელია ორი ძირითადი ტიპის ძრავით - CFM56-5B და IAE V2500. თითოეული ძრავის როტორს წუთში თითქმის 15,000 ბრუნის გაკეთება შეუძლია.

წყარო