რუსეთმა და უკრაინამ მემორანდუმების განხილვა უნდა დაიწყონ და ეს რთული პროცესი იქნება, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები კიევის ინტერესებშია, რადგან ადგილზე არსებული ვითარება ყოველდღიურად იცვლება უკრაინული ძალების საზიანოდ.
"თქვენ იცით, რომ რუსეთი უკრაინული მხარისგან მესამე რაუნდის ჩატარების წინადადების წარდგენას ელის. ეს უკრაინული მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან ადგილზე ვითარება ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ ყოველ დღე წინ მივდივართ, უკრაინულ მხარეს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევს“, - განაცხადა პესკოვმა.