ავტორი:

როგორ უნდა გააკეთოთ სწორი ფინანსური გათვლები აუქციონზე ავტომობილის შეძენისას - სპეციალისტის რჩევები

როგორ უნდა გააკეთოთ სწორი ფინანსური გათვლები აუქციონზე ავტომობილის შეძენისას - სპეციალისტის რჩევები

საქართველოში თითქმის ყოველ მეორე ადამიანს ავტომობილი ჰყავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1 790 587 ავტომობილი. საერთო რაოდენობიდან 1 534 634 ერთეული მსუბუქი ავტომობილია.

გასულ წელს პირველად რეგისტრირებულ მანქანებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებენ: Toyota, Ford, Mercedes-Benz, Hyundai და BMW. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2024 წელს იკლო ბენზინის ძრავაზე მომუშავე რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ, ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა კი გაიზარდა. ასევე გაიზარდა ამავე პერიოდში დარეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობაც.

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების ძალიან მცირე ნაწილია ახალი, ე.წ. ცენტრიდან გამოყვანილი. მათი დიდი უმეტესობა მეორადია, რომელსაც მფლობელები სხვადასხვა აუქციონზე ყიდულობენ. ქვეყანაში განსაკუთრებული პოპულარობით ამერიკული აუქციონები სარგებლობენ.

აუქციონზე მანქანის ყიდვას არაერთი უპირატესობა აქვს, თუმცა შუამავალი კომპანიის გარეშე ეს პროცესი გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. მყიდველები ხშირად ვერ აკეთებენ გონივრულ გათვლებს და ფინანსურ შეცდომებსაც უშვებენ. გამოცდილი ადამიანის ჩართულობის გარეშე რთულია ავტომობილის საბოლოო ღირებულების გამოთვლა.

რისგან შედგება ავტომობილის ღირებულება და როგორ უნდა გამოვთვალოთ საბოლოო ფასი? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომპანია Carmall-ის გაყიდვების დირექტორი გიორგი სოზაშვილი გვესაუბრება.

გიორგი, საუბარი დავიწყოთ ავტომობილის ღირებულების გამოთვლით. გთხოვთ, განგვიმარტოთ რისგან შედგება ავტომობილის ღირებულება აუქციონზე შეძენიდან მისი საქართველოში ჩამოსვლის ჩათვლით

ავტომობილის ღირებულების გამოთვლა ფოთამდე ანუ მომხმარებელთან ჩაბარებამდე ხდება. ჩაბარების შემდეგ აღნიშნულს განბაჟებისა და აღდგენის ღირებულება ემატება. აღდგენის ღირებულება საკმაოდ ინდივიდუალურია, მაგრამ მომხმარებლებს დაახლოებით თანხას ვეუბნებით, რომ ფინანსების გონივრული მენეჯმენტი გააკეთონ.

რაც შეეხება ფოთამდე თანხას, ის სამ ნაწილად იყოფა. ესენია: აშშ-ში უშუალოდ ავტომობილში გადახდილი თანხა, აუქციონის მოსაკრებელი და ფოთამდე ტრანსპორტირების თანხა. ეს სამი ღირებულება განსაზღვრავს მანქანის სრულ ფასს, რომელიც წინასწარ დათვლადია. აუქციონის მოსაკრებელი ავტომობილის ღირებულების მიხედვით ითვლება, ტრანსპორტირება კი - შტატის მიხედვით. შესაბამისად, ზუსტად შეგვიძლია მომხმარებელს ვუთხრათ, რა დაუჯდება მანქანა ფოთამდე.

როგორ განისაზღვრება ავტომობილის ტრანსპორტირების ღირებულება?

ტრანსპორტირების თანხა მანქანის მდებარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება. აშშ დიდი ქვეყანაა და კონტინენტის ორივე მხარეს აქვს ქალაქები. საერთო ჯამში 1300 სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება აუქციონი.

ტრანსპორტირების გამოთვლისას გასათვალისწინებელია აუქციონის ლოკაციიდან პორტიდან მანძილი. მაგალითად, თუ აუქციონი კონტინენტის ცენტრალურ შტატებში, ცენტრალურ ქალაქებში იმართება, მაშინ ჩამოყვანის ღირებულება შედარებით მაღალია, რადგან ის პორტამდე დიდ გზას გადის. ასევე განსხვავებაა იმის მიხედვით, კონტინენტის აღმოსავლეთ პორტიდან იგზავნება მანქანა თუ დასავლეთ. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თუ დასავლეთ სანაპიროზეა ავტომობილი, უფრო ძვირი ჯდება, თუ აღმოსავლეთ სანაპიროზეა - უფრო იაფი, რადგან გემს კონტინენტისთვის შემოვლა და პანამის არხის გადაკვეთა არ უწევს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დასავლეთის შტატებში, როგორცაა კალიფორნია და ვაშინგტონი, უფრო კარგი კლიმატია, ასევე უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ და შესაბამისად, იქ ნაყიდი მანქანა უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა შტატში. თუმცა აღნიშნული შტატებიდან ტრანსპორტირება 500-600 დოლარით უფრო ძვირია. ამ დროს არჩევანი ხარისხსა და ფასს შორის თავად მომხმარებელმა უნდა გააკეთოს.

რამდენ ეტაპად და რა პერიოდულობით ხდება თქვენ მიერ დასახელებული თანხის გადახდა?

ზოგადად, მანქანის ღირებულებისა და აუქციონის მოსაკრებლის გადახდა ავტომობილის შეძენისთანავე ხდება. ტრანსპორტირების თანხას კი მომხმარებელი ფოთში ჩამოსვლის შემდეგ იხდის.

ჩვენთან, Carmall-ში გადახდის ორი სქემა გვაქვს. პირველი სტანდარტული სქემა აუქციონის პირობებს მიჰყვება და როგორც უკვე ვთქვით, მყიდველი ორ ეტაპად იხდის საერთო ღირებულებას.

თუმცა მომხმარებლებს მანქანის შეძენა რომ გავუმარტივოთ, მათ მეორე, უფრო მოქნილ პირობას ვთავაზობთ. მანქანის შეძენისას ის ღირებულების მხოლოდ 30%-ს იხდის, დარჩენილი 70%-ის გადახდა კი უკვე ფოთში ჩამოსვლის შემდეგ, ტრანსპორტირების თანხასთან ერთად ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, 10 000$ ღირებულების მანქანის ყიდვისას, მომხმარებელი იხდის მხოლოდ 3000$-ს, დარჩენილ 7000$-ს კი - საქართველოში ჩამოსვლის დროს.

ჩვენთან მანქანის შეძენის შემთხვევაში აუცილებელია დეპოზიტის განთავსება. ავტომობილის შერჩევის შემდეგ, აუქციონის დაწყებამდე ნებისმიერ მომხმარებელს დეპოზიტზე ფიქსირებული 1500 ლარი შემოაქვს, რაც, რა თქმა უნდა, შემდეგ გადასახდელ თანხას გამოაკლდება.

ეს პირობა აუცილებელია, რადგან აუქციონზე მანქანის მოგების შემდეგ, მას თუ არ წამოიყვან, ჯარიმა გეკისრება. ჩვენ რომ არ მოგვიწიოს ჯარიმის გადახდა, მომხმარებელს დეპოზიტზე შემოაქვს ფიქსირებული თანხა.

კიდევ რა ტიპის ხარჯი შეიძლება დაემატოს ავტომობილის საერთო ღირებულებას?

ეს შეიძლება იყოს დაზღვევა, რასაც ექსკლუზიურად ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ის გულისხმობს ისეთი დეტალების დაზღვევას, რომლის ვიზუალური იდენტიფიცირებაც არ ხდება. შეიძლება ვიზუალურად მოგვეწონოს მანქანა, ისტორიაც დამაკმაყოფილებელი იყოს, მაგრამ ვერ გავიგოთ, როგორია მისი გადაცემათა კოლოფი. ეს აუქციონის „შავი მხარეა“ და სწორედ ამიტომ სჭირდება მომხმარებელს გარკვეული გარანტია. ჩვენი გარანტიის ფარგლებში, დაახლოებით 100$-ად მომხმარებელს სამი ძვირადღირებული დეტალის: ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ავტომობილის ხიდის გარანტიას ვთავაზობთ.

საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ელექტრომობილებზე ელემენტის დაზღვევა. ელექტრომობილებში ყველაზე ძვირადღირებული დეტალი ელემენტია. მაგალითად, თუ Tesla ღირს 15 000$, ელემენტის ფასი - 10 000$-ია. შესაბამისად, ეს შეთავაზება მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ შეიძლება ამა თუ იმ კონკრეტულ მანქანაზე მომხმარებელს გარანტია არ მივცეთ, მაგრამ მისი სურვილის შესაბამისად ჩამოყვანა მაინც შეგვიძლია.

მსურველებს შეუძლიათ ავტომობილის აუქციონზე დამოუკიდებლად შეძენა თუ შუამავალი კომპანიის მონაწილეობა აუცილებელია?

კომპანიასთან თანამშრომლობა გაცილებით კომფორტულია, რადგან რისკებისგან უფრო დაზღვეული ხარ და ხარჯებიც უფრო ზუსტად გაქვს გაწერილი. Carmall-ში მომხმარებლებს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას ვთავაზობთ, რომელიც თავიდანვე აცნობს, რა ხარჯებთან ექნება საქმე და მანქანის ჩამოსვლის შემდეგ მის შეკეთებასაც თავად აორგანიზებს.

აუქციონზე დამოუკიდებლად შეძენის შემთხვევაში აშშ-ში უნდა მოძებნო ევაკუატორი, პორტში დაუკავშირდე კონკრეტულ გადამზიდს, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანს მანქანას. საკმაოდ რთული ჯაჭვია გამოუცდელი ადამიანისთვის და გარისკვად უბრალოდ არ ღირს.

რა ფინანსურ რჩევებს მისცემდით მათ, ვინც ავტომობილს პირველად ყიდულობს?

ოპტიმალური და გონივრული გათვლების გაკეთება - სწორედ ეს არის მთავარი ფინანსური რჩევა, რაც მომხმარებელს შემიძლია მივცე. ნებისმიერი დაზიანება კარგად უნდა განვიხილოთ ექსპერტთან ერთად, რომელიც სავარაუდო ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვაწოდებს. შესაცვლელი და შესაკეთებელი დეტალების ღირებულება წინასწარ უნდა დავიანგარიშოთ. მაგალითად, Honda და Toyota ერთი და იგივე დაზიანებით რომ იყიდოთ, პირველ შემთხვევაში ბევრად მეტი ხარჯი გექნებათ, ვიდრე - მეორე, რადგან Honda-ს ნაწილები ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე Toyota-სი.

პერსონალური მენეჯერის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მომხმარებელს მისი ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაბამისი, ოპტიმალური ავტომობილი შეურჩიოს და ამ პროცესში შეკეთების ხარჯების გათვალისწინებაც მოხდეს.

კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ხშირად უშვებენ, არის ის, რომ აუქციონის ფასს ადგილობრივ ფასს ადარებენ. კი, 10 000$-ად აქაც შეიძლება იყიდო იგივე ავტომობილი, მაგრამ მათ შორის ხარისხის თვალსაზრისით ძალიან დიდი სხვაობა იქნება. გამოუცდელმა ადამიანმა კი ეს არ იცის. აუქციონზე დათვლილი ფასი უნდა შეადარო საქართველოში იმავე მოდელის არა ყველაზე დაბალ, არამედ ყველაზე მაღალ ფასს. რადგან ხარისხით სწორედ მაღალფასიანის კატეგორიის მანქანა ჩამოდის აუქციონიდან. არ იფიქროთ, რომ რა ფასადაც აშშ-დან მანქანას ჩამოიყვანთ, აქ ადგილზე იმავე ფასად ვერ ნახავთ. ნახავთ, მაგრამ ამან არ დაგაბნიოთ და არ იფიქროთ, რომ რაღატომ უნდა ველოდო 2 და 3 თვე მანქანის ჩამოსვლას თუ ადგილობრივადაც შემიძლია ყიდვა. ეს არის ძალიან დიდი ფინანსური შეცდომა, რადგან საქართველოში ბავრად დაბალი ხარისხის მანქანას იყიდით და რამდენიმე წლის შემდეგ მისი ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. აუქციონიდან ჩამოყვანილ ავტომობილს კი 3-4 წლის შემდეგაც გაყიდი იმავე ფასად, რა ფასადაც იყიდე. ნებისმიერ შემთხვევაში, მანქანის აშშ-დან ჩამოყვანა ფინანსურად ბევრად მომგებიანია.

R