ავტორი:

ირანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეუძლია - რა მონაცემები მოიპოვა დაზვერვამ?

ირანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეუძლია - რა მონაცემები მოიპოვა დაზვერვამ?

მიუხედავად იმისა რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამ დრომდე ძალაშია, ირანის ოფიციალურის პირები შეერთებულ შტატებსა და ისრაელს აფრთხილებენ, რომ პროვოკაციის შემთხვევაში, შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები მაქსიმალური მზადყოფნის მდგომარეობაში არიან. იმდენად უზარმაზარი საწყობები, მიწისქვეშა ბაზები და ობიექტები გაგვაჩნია, რომ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებისა და სარაკეტო ძალების უმეტესობა ჯერ კიდევ არ გამოგვიყენებია“, - ციტირებს foxnews-ი ისლამური რევოლუციური გვარდიის (IRGC) გენერალ-მაიორ ებრაჰიმ ჯაბარის სიტყვებს.

“ჩვენი სამხედრო ძალების ნაწილს, როგორიცაა საზღვაო ფლოტი და კუდსის ძალა, ჯერ კიდევ არ მიუღია ბრძოლაში მონაწილეობა. ამასთან უკვე ვაწარმოეთ რამდენიმე ათასი რაკეტა და დრონი, ისინი უსაფრთხო ადგილასაა შენახული“, - განაცხადა თავის მხრივ ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა, გენერალ-მაიორ იაჰია რაჰიმ საფავიმ.

  • თუმცა სადაზვერვო ანალიზი სხვა რამეზე მიუთითებს...

ღია წყაროებზე დაყრდნობით, თეირანმა კონფლიქტი დაახლოებით 3,000 რაკეტითა და 500-დან 600-მდე გამშვები დანადგარით დაიწყო. მაგრამ “12-დღიანი ომის“ შემდეგ, რომლის განმავლობაში ისრაელი ირანის სამხედრო საწყობებს ანადგურებდა, ხოლო აშშ-მ ბირთვულ ობიექტებს დაარტყა, თეირანის განკარგულებაში დაახლოებით 150-დან 200-მდე გამშვები დანადგარი და 1,000-დან 1,500-მდე რაკეტაა დარჩენილი.

ექსპერტების აზრით, ირანისთვის ძალიან რთული იქნება განადგურებული წარმოების აღდგენა და გამშვები სისტემების ჩანაცვლება. როგორც მოვლენებმა აჩვენა მას კვლავ აქვს საშუალება ზებგერითი რაკეტების საშუალებით შეაღწიოს ისრაელის საჰაერო სივრცეში და ასევე განახორციელოს თავდასხმა ამერიკულ ობიექტებსა და პერსონალზე ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ თავად აშშ - ს ტერიტორიაზე იერიში ძნელი წარმოსადგენია, თეორიულადაც კი.

“გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს ირანის მიერ მართული ძალა - ჰუსიტები, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ რეგიონში. დაზვერვის ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, მათ ინფორმაციას სამიზნეების შესახებ ჩინური სატელიტური კომპანიები აწვდიან. ბოლო პერიოდში ჰუსიტებმა განაახლეს თავდასხმები წითელ ზღვაში და ორიოდე დღის წინ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული სავაჭრო გემი დააზიანეს,“ - წერს გამოცემა.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ირანის უნარი, განახორციელოს ხანგრძლივი, დიდი მოცულობის თავდასხმები, მნიშვნელოვნად შემცირდა.

წყარო