2012 წელს ახალგაზრდა კანადელმა წყვილმა ნიუფაუდლენდზე რომანტიკული პაემანი ბოთლში ჩადებული წერილით დააგვირგვინა, რომელიც შემდეგ ზღვაში გადააგდეს “ანიტასა და ბრედის ერთდღიანი მოგზაურობა ბელ აილენდზე. დღეს ერთად ვისადილეთ, დავლიეთ ეს ბოთლი ღვინო, ერთად ვიყავით კუნძულის კიდეზე“, - ეწერა ბოთლში მოთავსებულ წერილში.

სასწაული 13 წლის შემდეგ მოხდა. ბოთლი ზღვამ ირლანდიაში, სკრაგეინის ყურეში გამორიყა, რომელიც 3,200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის წყვილმა, კეით და ჯონ გეიმ იპოვა.

“წერილი წაიკითხეს, ანიტასა, ბრედის სადღეგრძელო შესვეს და გადაწყვიტეს მითითებულ ნომერზე დაერეკათ. ზარს არავინ უპასუხა. მაშინ მათ Maharees Heritage and Conservation ეკოლოგიურ ჯგუფის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნეს...“ - წერს წყარო.
პოსტი მალევე გავრცელდა ინტერნეტში და რამდენიმე საათში კანადელმა მეგობრებმა ანიტასა და ბრედ სკვაირებს, მათი ძველი წერილის ისტორია აცნობეს. ისინი ახლა უკვე დაქორწინებულები არიან, სამი შვილი ჰყავთ და ისევ ნიუფაუნდლენდში ცხოვრობენ.
“ბოლო 24 საათი საოცრება იყო. საოცარი იყო შეგრძნება, რომ ამ ისტორიამ ამდენი ადამიანი გაახარა. მაშინ ახალგაზრდა შეყვარებულები ვიყავით. ახლა უკვე ასაკში შესული შეყვარებულები ვართ. გვიხარია, რომ ეს ისტორია ასე გავრცელდა და ამის გამო ახალი მეგობრები შევიძინეთ, იმედია მალე ირლანდიას ვესტუმრებით“, - განაცხადა ბრედმა რადიოგადაცემაში.