რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ქალების მარში დაიწყო, რომელიც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლებს და აქციას შეუერთდება.

მარშის მონაწილე ქალები ადგილზე ფერადი ქოლგებით არიან წარმოდგენილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს - მათი თქმით, ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში აქციის მონაწილეები ერთი ქოლგის ქვეშ არიან გაერთიანებული.


ქალების მარშში აქციების პერიოდში დაკავებულ პირთა დედები და ოჯახის წევრები იღებენ მონაწილეობას.


ფოტო: Mo Se