ავტორი:

საოცარი ხვიჩა კვარაცხელია, პირველ 9 წუთში გატანილი 2 გოლი და განადგურებული მბაპე - პარიზელებმა “რეალი“ 4:0 დაამარცხეს

საოცარი ხვიჩა კვარაცხელია, პირველ 9 წუთში გატანილი 2 გოლი და განადგურებული მბაპე - პარიზელებმა “რეალი“ 4:0 დაამარცხეს

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსის დაუპირისპირდება. დღევანდელ შეხვედრაზე კი, “პსჟ“-მ “რეალი“ გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დისკვალიფიცირებული პაჩოს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ბერალდო, ბარკოლას მაგივრად კი დემბელე დააყენა. ტურნირზე პირველად მოხვდა სასტარტოში „რეალის“ შემტევი - მბაპე, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ალეკსანდერ-არნოლდმა მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მოახერხა.

თამაშის დაწყებისთანავე, პირველ 9 წუთში, პსჟ -მ მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა. ფაბიანმა 6:0 წუთზე, ხოლო დემბელემ 9:0 წუთზე. მოგვიანებით ფაბიანმა კიდევ შეძლო რეალის კარში გოლის გატანა და პირველი ტაიმი პსჟ-ს სსარგებლოდ - 3:0 დასრულდა, რასაც გულშემატკივრების ზღვა ემოციები მოჰყვა.

მატჩის დროს, „პარი სენ ჟერმენი“ სრულ უპირატესობას ფლობდა. კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან ამწვავებდა თამაშს, ოთხჯერ დაარტყა, მაგრამ ორჯერ მიზანს ვერ უწია, ორჯერ კი მცველებმა დაუბლოკეს.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, პსჟ ისევ დომინირებდა, ხვიჩა დაცვას კვლავ აქტიურად ეხმარებოდა, დიდი მოცულობის შავ სამუშაოს ასრულებდა, რაც პაპანაქება სიცხეში ადვილი ნამდვილად არ იყო. მან დემბელე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც დუეს გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. რადგან შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, 59-ე წუთზე ლუის ენრიკემ „კვარა“ და დემბელე ბარკოლათი და რამუშით შეცვალა. 88-ე წუთზე კურტუას რამუშმაც გაუტანა და „პარი სენ ჟერმენმა“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელია აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. პარიზული კლუბი ტიტულისთვის ჩელსის დაუპირისპირდება. მატჩი 13 ივლისს გაიმართება.

იხილეთ ასევე: