რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური იერიშის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის დედაქალაქის 8 რაიონში საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო, კომერციული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

„ექიმებმა 10 მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს დახმარება ადგილზე გაუწიეს“, - წერს ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამის“ არხზე.