ავტორი:

"ჩვენი ქორწილი - ეს იქნება ნუცას კონცერტი, ყოველთვის მინდოდა ქორწილი კუნძულზე" - სად აპირებს ნუცა ბუზალაძე ქორწილის გადახდას და რომელმა ვარსკვლავებმა მიულოცეს ნიშნობა?

"ჩვენი ქორწილი - ეს იქნება ნუცას კონცერტი,  ყოველთვის მინდოდა ქორწილი კუნძულზე" - სად აპირებს ნუცა ბუზალაძე ქორწილის გადახდას და რომელმა ვარსკვლავებმა მიულოცეს ნიშნობა?

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ მომღერალი ნუცა ბუზალაძე თავისივე დარენ პრინსზე დაინიშნა. ნიშნობის შესახებ ინფორმაცია ნუცამ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გაუზიარა და ხელის თხოვნის კადრებიც გამოაქვეყნა.

  • ამჯერად ამ სასიხარულო ამბის შესახებ ნუცამ toofab.com-თან ისაუბრა და საზოგადოებას ქორწილის გეგმებიც გაუზიარა.

"ორწელიწადნახევარი საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ის ჩემი აგენტი იყო და დღემდე ასეა. მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესში გადავედი, ჩვენი ურთიერთობა პროფესიულიდან რომანტიკულში გადაიზარდა და ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო რამ ჩემს ცხოვრებაში", - აღნიშნა ნუცამ და დასძინა, რომ ხელის თხოვნის შეთავაზება მისთვის სიურპრიზი იყო..

"როდესაც მან ეს გააკეთა შოკირებული ვიყავი", - თქვა ნუცამ. მომღერლის თქმით, იმედოვნებდა, რომ დარენი ხელს სთხოვდა, თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში მოულოდნელობა იყო.

  • ნუცამ აღნიშნა, რომ ფანების გარდა ნიშნობა რამდენიმე ვარსკვლავმაც მიულოცა. წყვილს დაურეკა მეჯიქ ჯონსონმა.

"ის აღფრთოვანებული იყო და ამბობდა, რომ უხარია, რადგან ორივე ჩვენგანს იცნობს. ის და ქუქი (მეჯიქ კონსონის მეუღლე), ბედნიერები იყვნენ. მან დაგვირეკა, რამდენიმე რჩევაც მოგვცა, რადგან ამდენი ხანია ურთიერთობაში არიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის მოსმენა.

შემდეგ Chevy Chase-მა დაგვირეკა, ასევე Ric Flair-მა და ძალიან გახარებულები იყვნენ ჩვენი ამბით. ძალიან სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ჩვენი ყველა მეგობარი ბედნიერია ჩვენი ამბით", - აღნიშნა ბუზალაძემ.

მან ასევე მომავალ ქორწილზეც ისაუბრა და ხუმრობით ქორწილს "ნუცას კონცერტი" უწოდა.

"ჩემს ქორწილში, ასევე ნიშნობის წვეულებაზე სრულ კონცერტს გავმართავ. ეს იქნება ნუცას კონცერტი. ჩემი ნიშნობის წვეულებაზე და ასევე ქორწილში მეგობრები ძალიან გაერთობიან", - ამბობს მომღერალი და ასევე აღნიშნავს, რომ ქორწილში იქნება ქართული ტრადიციული ელემენტებიც.

მე მიყვარს ქართული ტრადიციები, დარენსაც მოსწონს. აგვისტოში დარენი პირველად ჩამოვა საქართველოში. საქართველოში იმდენი რამის ნახვა შეიძლება. ჩვენ ძალიან მდიდარი და ძველი კულტურა გვაქვს. ქორწილში გამოვიყენებ ქართულ ტრადიციულ ელემენტებს, თუმცა ტრადიციული ქართული ქორწილი არასდროს მინდოდა, რადგან ჩვენს ქორწილებში ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამენ და ამას არ გავაკეთებ, რადგან მეც და დარენიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ვიცავთ", - ამბობს ნუცა.

მომღერლის თქმით, ქორწილი სადმე ტროპიკულ ადგილას გაიმართება.

"ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა ჩემი ქორწილის კუნძულზე გამართვა. თუ ჩემს ქორწილს წარმოვიდგენდი, ის კუნძულზე იქნებოდა. ჰავაიზე ვფიქრობდი. ამის შესახებ როდესაც პროდიუსერს ვუთხარი, მან თქვა, იცი იქ ძალიან კარგი ადგილია, სადაც ქორწილის გადახდა შეგიძლია. მას პრინსვილი ჰქვია. დარენის გვარი პრინსია, ეს ჩემთვის შოკი იყო, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ არსებობდა ქალაქი სახელად პრინსვილი. ეს ის ადგილია, სადაც ნამდვილად მინდა დარენზე დაქორწინება", - ამბობს ნუცა ბუზალაძე