ავტორი:

"რა კარგი ინგლისურია, ეს მშვენიერია, სად ისწავლეთ ასე ლამაზად საუბარი?" - დონალდ ტრამპი ლიბერიის პრეზიდენტს

"რა კარგი ინგლისურია, ეს მშვენიერია, სად ისწავლეთ ასე ლამაზად საუბარი?" - დონალდ ტრამპი ლიბერიის პრეზიდენტს

თეთრ სახლში რამდენიმე აფრიკული ქვეყნის ლიდერთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლიბერიის პრეზიდენტი ჯოზეფ ბოაკაი ინგლისური ენის ცოდნის გამო შეაქო

  • "რა კარგი ინგლისურია, ეს მშვენიერია, სად ისწავლეთ ასე ლამაზად საუბარი? სად მიიღეთ განათლება, ლიბერიაშია? ეს ძალიან საინტერესოა, მშვენიერი ინგლისურია. ამ მაგიდასთან არიან ადამიანები, რომლებიც ასე კარგად ვერ საუბრობენ", - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის ინგლისური ლიბერიის სახელმწიფო ენაა.

თემასთან დაკავშირებით, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ეს იყო "ტრამპის მხრიდან გულწრფელი კომპლიმენტი".