ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც 19 ოჯახის ევაკუირება მოხდა.
ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციითვე, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.