ავტორი:

იკრძალება ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში შეყვანა - რა წერია კანონში

იკრძალება ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში შეყვანა - რა წერია კანონში

ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში შეყვანა იკრძალება. ამის შესახებ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონშია აღნიშნული, რომელიც უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

  • დოკუმენტის თანახმად, ამ კანონის ამოცანებია: შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან; შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან; შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

მათ შორის, კანონი ადგენს პატრონიანი ცხოველის გადაადგილების ზოგად მოთხოვნებს.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოველის გადაადგილება, მათ შორის, გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება, უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით. უფრო კონკრეტულად:

ძაღლის გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), დასაშვებია მხოლოდ საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, გარდა მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილებისა, სადაც საბლის გარეშე გადაადგილებაც იქნება ნებადართული;..განაგრძეთ კითხვა